ოკუპირებული აფხაზეთი

ზაფხულში აფხაზეთს რუსეთის მილიონზე მეტი მოქალაქე ეწვია – რუსეთი

Эхо Кавказа / TACC

თვითგამოცხადებულ აფხაზეთის რესპუბლიკას ზაფხულში რუსეთის ფედერაციის მილიონზე მეტი მოქალაქე ეწვია. ამის შესახებ რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა, დმიტრი გორინმა ისაუბრა.

ოკუპირებული აფხაზეთი შეტანილია ქვეყნების სიაში, რომლებსაც რუსები ყველაზე ხშირად სტუმრობენ. იგი სიაში რიგით მეორე ადგილს იკავებს. 

გამოცემა SOVA-ს მიხედვით, რუს მოგზაურებს შორის წელს ყველაზე პოპულარობით სარგებლობდა თურქეთი (მინიმუმ 2.6 მილიონი ტურისტი ზაფხულის სამ თვეში), აფხაზეთი (1.2 მილიონი), არაბთა გაერთიანებული საამიროები (350 ათასი), ეგვიპტე (300 ათასი) და ტაილანდი (180 ათასი). გარდა ამისა, რუსებმა იმოგზაურეს მალდივებზე (55 000 ტურისტი), კუბაზე (35 000), შრი-ლანკასა (27 000) და სეიშელის კუნძულებზე (11 000).

ამასთან, ეს ინფორმაცია ეყრდნობა ტურისტული სააგენტოების მონაცემებს, რომლებსაც რუსმა მოქალაქეებმა მოგზაურობის დაგეგმვის მიზნით მიმართეს. 

კომენტარები