რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჩვენმა საჰაერო ძალებმა კიევის თავზე 20-ზე მეტი რუსული სამიზნე ჩამოაგდო – უკრაინა

Getty Images 

30 აგვისტოს დილით უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა კიევის საჰაერო სივრცეში 20-ზე მეტი რუსული სამიზნე გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, სერგი პოპკო ავრცელებს

"ღამის საჰაერო თავდასხმა. კიევს გაზაფხულის შემდეგ ასეთი ძლიერი შეტევა არ განუცდია. მტერმა დაიწყო ფართომასშტაბიანი და კომბინირებული შეტევა თვითმფრინავების და რაკეტების გამოყენებით". - აღნიშნავს პოპკო.

რუსებმა შეტევისთვის, სავარაუდოდ, შაჰედის ტიპის დრონები გამოიყენეს.  

საერთო ჯამში, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 20-ზე მეტი რუსული სამიზნე გაანადგურეს.

გარდა ამისა, შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები