გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს სააგენტო: აღმოსავლეთ საქართველოში წვიმის, სეტყვის და ქარის შესაძლებლობა ნარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 30 აგვისტოს დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში ნარჩუნდება ზოგან ძლიერი წვიმის, სეტყვის და ქარის შესაძლებლობა.

"ამან აღნიშნული ტერიტორიის მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს" - ნათქვამია გაფრთხილებაში.

კომენტარები