აშშ

ემინემმა რესპუბლიკური პრაიმერის მონაწილეს სთხოვა, კამპანიაში მისი მუსიკა აღარ გამოიყენოს

ემინემი და ვივეკ რამასვამი

ამერიკელმა რეპერმა, ემინემმა რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერში მონაწილე პოლიტიკოსს, ვივეკ რამასვამის სთხოვა, რომ კამპანიის დროს მისი მუსიკა არ გამოიყენოს.

23 აგვისტოთი დათარიღებული წერილით, საშემსრულებლო უფლებების ორგანიზაცია BMI-მ რამასვამის კამპანიის ოფისს აცნობა, რომ რეპერის თხოვნით, პოლიტიკოსის მიერ ემინემის მუსიკის გამოყენებისთვის ლიცენზიას აღარ გასცემს.

"BMI-ს დაუკავშირდა მარშალ ბ. მათერსი, პროფესიულად ცნობილი როგორც ემინემი, რომელმაც გააპროტესტა ვივეკ რამასვამის კამპანიის მიერ ემინემის მუსიკალური კომპოზიციების (Eminem Works) გამოყენება". - წერია წერილში.

რამასვამის წარმომადგენლებმა CNN-ისთვის მიცემულ კომენტარში თქვეს, რომ მოთხოვნას დაემორჩილებიან და არტისტის მუსიკას აღარ გამოიყენებენ.

38 წლის რამასვამიმ, რომელიც ბიზნესმენია და აქამდე პოლიტიკაში გამოცდილება არ ჰქონია, რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერის პირველ დებატებში მოქალაქეების ყურადღება რიგი საკითხების განხილვისას მიიპყრო.

ვისკონსინში რესპუბლიკური პარტიის პრაიმერის პირველი დებატები გაიმართა

კომენტარები