რუსეთი

რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქში ФСБ-ს კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა

რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქში ჩამოვარდა Ми-8 ტიპის ვერტმფრენი, რომელიც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს (ФСБ) ეკუთვნოდა.

რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის, ТАСС-ის ცნობით, ვერტმფრენი დასახლება პუდნის მიმდებარედ, ტყეში ჩამოვარდა. ეკიპაჟზე ოთხი ადამიანი იყო. ყველა მათგანი მოკვდა. ვერტმფრენი სასწავლო ფრენას ასრულებდა.

კიდევ ერთი პროპაგანდისტული მედია, РИА Новости წერს, რომ ჩამოვარდნის მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იყო. თუმცა ტელეგრამ-არხ Mash-ზე წერენ, რომ ვერტმფრენი, ცუდი ხედვის პირობებში, შესაძლოა, მაღალი ძაბვის გაყვანილობას გამოედო. Mash-ის ცნობით, ვერტმფრენში სამი ადამიანი იჯდა. ამავე რაოდენობას ასახელებს ტელეგრამ-არხი 112-იც.

კომენტარები