თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის ბრიგადის ინსტრუქტორი შოვში სავარაუდოდ გულის შეტევით გარდაიცვალა – სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის უფროსი ინსტრუქტორი, 1973 წელს დაბადებული თემურ ხარჩილავა შოვში მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. 

"2023 წლის 29 აგვისტოს, სასწავლო ცენტრი სორტას მე-2 სასწავლო კურსის ინსტრუქტორი ონის მუნიციპალიტეტში, შოვში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს, სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა. 

თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს მწუხარებას თემურ ხარჩილავას გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს  გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და თანამშრომლებს" - ნათქვამია განცხადებაში.


რაჭაში, შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყრის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს ჩამოიშალა. საძიებო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. იპოვეს 31 ცხედარი, ისევ ეძებენ ორ დაკარგულ მცირეწლოვანს.

კომენტარები