რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის თავდაცვა: ტულის ოლქში ორი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვაგდეთ

რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა Бук-ი
 Evgeny Biyatov

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ 29 აგვისტოს გამთენიისას ტულის ოლქში 2 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მეშვეობით ჩამოაგდეს.

ბოლო კვირების განმავლობაში ინფორმაცია, რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით მიტანილი თავდასხმების შესახებ, თითქმის, ყოველდღიურად ვრცელდება. 

უპილოტო საფრენი აპარატების მთავარი სამიზნე გასულ კვირაში მოსკოვში მდებარე ობიექტები იყო. 

ამას გარდა, გასულ დღეებში უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წყაროები მედიასთან რუსულ აეროდრომზე დრონებით მიტანილ ფართომასშტაბურ თავდასხმასა და მოწინააღმდეგის დიდ ზარალზე საუბრობდნენ, თუმცა ცნობა მათ მიერ დასახელებული განადგურებული სამიზნეების შესახებ, ჯერჯერობით, სხვა წყაროების საშუალებით არ დადასტურებულა.

კომენტარები