რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები ბელარუსთან საზღვრების დაკეტვის პირობებზე შეთანხმდნენ

Mariusz Kamiński/Twitter

პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ბელარუსის საზღვართან "კრიტიკული ინცინდენტის" შემთხვევაში საზღვრებს ერთდროულად დაკეტავენ. "კრიტიკულ ინცინდენტში" იგულისხმება პროვოკაციები ვაგნერის ჯგუფის მებრძოლების მხრიდან. აღნიშნული შეთანხმების შესახებ ინფორმაცია პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მარიუშ კამინსკიმ გააავრცელა. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ საზღვართან მოხდება აღნიშნული ინცინდენტი, საზღვრები ავტომატურად დაიკეტება ყველგან. 

"ჩვენ მინსკის ხელისუფლებას და ვაგნერის ჯგუფის მმართველობას მოვუწოდებთ ვაგნერელებმა სასწრაფოდ დატოვონ ბელარუსის ტერიტორია" - თქვა კამინსკიმ პრესკონფერენციაზე. 

NATO-სა და ევროკავშირის წევრი პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები ბელარუსს ესაზღვრებიან, რის გამოც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან გაჩნდა უსაფრთხოების რისკები მათ საზღვრებთან. უსაფრთხოების რისკები და საფრთხეები განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ვაგნერის ჯგუფის მებრძოლები ლუკაშენკოს მოწვევით ბელარუსის ტერიტორიაზე გადავიდნენ. 

კომენტარები