საქართველო-აშშ

დეგნანი: საქართველო-აშშ-ს შორის პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით პროგრესია, ვმუშაობთ

პროგრესია პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით. ამაზე მუშაობა იყო კოვიდამდე. მოგეხსენებათ, კოვიდის პანდემიის დროს ავიაკომპანიების ინდუსტრია, ავიამიმოსვლის ინდუსტრია შეიცვალა. სრულად მოდელი შეიცვალა, მოგვიწია დასაწყისში დაბრუნება, მოგვეძებნა ის ავიაკომპანია, რომელიც დაინტერესებული იქნებოდა და ამ მიმართულებით რეგულარულ ოპერაციებს წამოიწყებდა. ვმუშაობთ კვლავ.

ვისაც უფრენია აშშ-ში, დაადასტურებს, რამდენად კარგი იქნებოდა პირდაპირი ფრენა ამერიკასა და საქართველოს შორის.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ამბობს აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.

კომენტარები