საქართველო-აშშ

დეგნანი: EU-სკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრის მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს

როგორც აღვნიშნე, მნიშვნელოვანი, შთამბეჭდავი მიღწევებია უკვე. მრავალ სამინისტროსთან ადგილობრივ დონეზეც ვთანამშრომლობთ, ვეხმარებით იმ ნაბიჯებში, რომლებიც საჭიროა საქართველოს მიერ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობის დასაკმაყოფილებლად. გვსურს, საქართველოს ჰქონდეს წარმატება ამ მისწრაფებაში. ზუსტად ამიტომაც ვთანამშრომლობთ საქართველოსთან ასე მჭიდროდ ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ განვაგრძობთ საქართველოსთან თანამშრომლობას ამ გზაზე. ჩვენ ერთგულები ვართ საქართველოში წარმატებისა.

პოლიტიკოსები, პოლიტიკოსები არიან. პირადად არ ვიღებ ნამდვილად, რასაც ამბობენ ჩემ შესახებ. მივიჩნევ, რომ არიან ადამიანები, ვინც ზედმეტ ემოციას იჩენს. ფოკუსი, კონცენტრაცია უნდა იყოს სამუშაოს შესრულებაზე. გაწერილია საგზაო რუკა, გადასადგმელია კონკრეტული ნაბიჯები, მთავრობისა და პოლიტიკის შემქმნელები თუ გაყვებიან ამ საგზაო რუკას, რომელიც მათ მიეცათ და ინკლუზიურ პროცესს, ეს დაადასტურებდა იმ ერთგულებას, რომელსაც პოლიტიკური ლიდერები იჩენენ საქართველოში, რომ შეასრულონ საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნა, გადავიდნენ სულ მცირე შემდგომ ნაბიჯზე ევროკავშირის წევრობის. ეს პოლიტიკურ მამაცობასაც ითხოვს ამ რთული სამუშაოს შესასრულებლად. რეფორმები რთულია და ყველამ იცის ეს.

სამწუხაროდ, მივიჩნევ, რომ მიზნობრივი კამპანია მიმდინარეობს, რაც მიმართულია საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზისთვის ძირის გამოთხრაზე. ფაქტობრივად, შეტევა ხორციელდებოდა მრავალი წლის განმავლობაში, თუ არა ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებზე. დარწმუნებული ვარ, ჭეშმარიტება ქართველებისთვის არის ხელმისაწვდომი. მედია ამას ხელს უწყობს და საქართველოს მოქალაქეები ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებენ.

არ შევხვედრივარ იმ ადამიანებს, ვინც კომენტარს აკეთებენ ჩემზე. ისინი არ შემხვედრიან და პირადად ვერ მივიღებ ნამდვილად, თუმცა მივიჩნევ, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია, ისინი, ვინც ცდილობენ, რომ დააბნიონ ქართველები, ვინც ცდილობენ, გაყონ ეს საზოგადოება ან შეინარჩუნონ ეს გაყოფა და პოლარიზაცია, ეს ადამიანები გვერდით გავწიოთ. საქართველოს მოქალაქეებმა სიმართლე უნდა მოისმინონ. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა.

კომენტარები