ევგენი პრიგოჟინი

AP: აშშ-ს დაზვერვაში თვლიან, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავი განზრახ, აფეთქებით ჩამოაგდეს

ევგენი პრიგოჟინი
РИА

როგორც AP წყაროზე დაყრდნობით წერს, აშშ-ს სადაზვერვო სამსახურის წინასწარი შეფასებით, ავიაკატასტროფა, რომელსაც, სავარაუდოდ ევგენი პრიგოჟინი ემსხვერპლა, განზრახ მოაწყვეს.

23 აგვისტოს თვითმფრინავი, რომლის მგზავრთა სიაშიც კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი და სხვა წევრები იმყოფებოდნენ, ტვერის ოლქში გაურკვეველ ვითარებაში ჩამოვარდა. რუსეთის ხელისუფლების ცნობით, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

აშშ-ს სადაზვერვო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ინფორმაცია მედიას ანონიმურად მიაწოდეს. მათ არ ჰქონდათ უფლება, მეტი დეტალი გაევრცრლებინათ აფეთქების შესაძლო გარემოებებზე.

ამერიკის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა სადაზვერვო სამსახურის ანგარიშზე საუბრისას, გამოთქვა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ევგენი პრიგოჟინი "ძალიან სავარაუდო" სამიზნე იყო. მისივე თქმით, ასეთი აფეთქება ემთხვევა პუტინის "ხანგრძლივ ისტორიას, გააჩუმოს მისი კრიტიკოსები".

საკითხზე პენტაგონის სპიკერმა, გენერალმა პატრიკ რაიდერმაც ისაუბრა. მან არაზუსტი უწოდა გავრცელებული ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თვითმფრინავი ხმელეთიდან გაშვებულმა რაკეტამ ჩამოაგდო. რაიდერმა არ მიუთითა, აქვს თუ არა პენტაგონს ავიაკატასტროფის ბომბის საშუალებით გამოწვევის ეჭვი.  

ავიაკატასტროფისადმი დიდია დასავლეთის ყურადღებაც. საკითხთან დაკავშირებული მეტი დეტალი დროთა განმავლობაში გახდება ცნობილი.

კომენტარები