50 Cent

50 CENT: დრეიკს მსმენელი ბიუსტჰალტერებს ესვრის, მე რა მაქვს? მეც მინდა ეგეთი ფანები

50 Cent-მა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც სინანული გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ დრეიკს უკეთესი ფანები ჰყავს. 

"დრეიკს ასე არ ექცევიან. ამ ნაბი***რს ასე არ ექცევიან. დრეიკს ბიუსტჰალტერებს ესვრიან. და მე რა მაქვს? ვინმემ მომიყვანეთ დრეიკის ფანები. თავს მ**ნერივით ვგრძნობ, არადა თავს განსაკუთრებულად უნდა ვგრძნობდე, მინდა ისე მომექცნენ, როგორც დრეიკს. დრეიკს ბიუსტჰალტერებს ყოველდღე ესვრიან, მე მხოლოდ კარიერის დასაწყისში მესროდნენ". – ხუმრობს 50 Cent.

დრეიკს კონცერტის მსვლელობისას ბიუსტჰალტერებს ხშირად ესვრიან. რეპერის თქმით მას თაყვანისმცემლების საცვლების კოლექცია აქვს.

კომენტარები