BRICS-ის გაფართოება

Bloomberg - BRICS-ის წევრი ქვეყნები გაერთიანებაში საუდის არაბეთის მოწვევას გეგმავენ

GIANLUIGI GUERCIA/Pool via REUTERS

Bloomberg News-ის ცნობით, BRICS-ის წევრი ქვეყნები გაერთიანებაში საუდის არაბეთის მოწვევას გეგმავენ. BRICS განვითარებადი ბაზრების მთავარი გაერთიანებაა.

გაერთიანების წევრი ქვეყნები - ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი შეთანხმდნენ BRICS-ის გაფართოებაზე, რაც 2010 წლის შემდეგ პირველი გაფართოება იქნება. 

Bloomberg News-ის წყაროს ცნობით, კიდევ ერთი მოწვეული ქვეყანა შესაძლოა ეგვიპტე იყოს. 

23 აგვისტოს სამხრეთ აფრიკის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნალედი პანდორის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, BRICS-ის წევრი სახელმწიფოები - ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა - ბლოკის გაფართოებისთვის საჭირო მექანიზმზე შეთანხმდნენ, შედეგად, ათობით დაინტერესებულ სახელმწიფოს ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად გზა ეხსნება.

კომენტარები