რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზალუჟნი სოფელ რობოტინეში მდებარე შენობაზე უკრაინის აღმართული დროშის ვიდეოს ავრცელებს

ვალერი ზალუჟნი

23 აგვისტოს, უკრაინის ეროვნული დროშის დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სოფელ რობოტინეში მდებარე შენობაზე უკრაინის აღმართული დროშა ჩანს. 

ვიდეო თავდაპირველად Telegram-ზე უკრაინის შეიარაღებული ძალების 47-ე ბრიგადის მებრძოლებმა გაავრცელეს.

Telegram-ის პოსტში წერია, რომ 47-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის ჯარისკაცებმა უკრაინის დროშა სოფელ რობოტინეში აღმართეს, რომელიც მელიტოპოლის მიმართულებითაა. 

"ეროვნული დროშის დღეს რუსი დამპყრობლების მიერ განადგურებულ სკოლაში ლურჯი-ყვითელი დროშა ზამაიორის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ხელმოწერით. და ყველგან ასე იქნება! ჩვენ განდევნით დამპყრობლებს ჩვენი მიწიდან". - წერენ Telegram-ზე.  

22 აგვისტოს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა თქვა, რომ უკრაინელი სამხედროები სოფელ რობოტინეში ბრძოლით შევიდნენ და ადგილობრივების ევაკუაციის პროცესიც ჩაატარეს.

პარალელურად, როგორც მალიარი წერდა, რუსები საარტილერიო დარტყმებს არ წყვეტდნენ და ბრძოლები გრძელდებოდა.

კომენტარები