რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მალიარი: უკრაინელი სამხედროები რობოტინეში ბრძოლით შევიდნენ, მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს

უკრაინელი სამხედრო და ადგილობრივი მოქალაქე რობოტინეში
ანა მალიარი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, უკრაინელი სამხედროები სოფელ რობოტინეში ბრძოლით შევიდნენ და ადგილობრივების ევაკუაციის პროცესიც ჩაატარეს.

პარალელურად, როგორც მალიარი წერს, რუსები საარტილერიო დარტყმებს არ წყვეტენ და ბრძოლები გრძელდება.

"47-ე ბრიგადის მებრძოლებმა რომლებიც ბრძოლით შევიდნენ სოფელ რობოტინეში, მოაწყვეს მშვიდობიანი მოქალაქეების ქვეითთა საბრძოლო მანქანა ბრედლით ევაკუაცია. ჩვენი მებრძოლები ასრულებენ გეგმიურ საბრძოლო სამუშაოს და ანადგურებენ მტერს. საპასუხოდ, რუსები არტილერიით შეუჩერებლად ბომბავენ რობოტინეს. ბრძოლა გრძელდება". – წერს მალიარი.

რობოტინეში წარმატებული ქმდებები ნიშნავს, რომ უკრაინამ სამხრეთის ფრონტზე ფაქტობრივად რუსების მეორე თავდაცვით ხაზამდე მიაღწია.

რა მნიშვნელობა აქვს უკრაინის მიერ გათავისუფლებულ სოფელ უროჟაინოეს

 

კომენტარები