რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოსკოვში კიდევ სამი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა

Natalia Kolesnikova/AFP/Getty Images

23 აგვისტოს ღამეს ქალაქ მოსკოვის სავაჭრო ცენტრში, მოსკვა-სითიში შენობას უპილოტო საფრენი აპარატი კიდევ ერთხელ შეეჯახა. რუსეთის დედაქალაქის მერი, სერგეი სობიანინის თქმით, "ჩამტვრეულია რამდენიმე ფანჯარა" ორ ხუთსართულიან შენობაში. მისი მტკიცებით, არავინ დაშავებულა. ზიანის მასშტაბს კვლავ აფასებენ.

ამას გარდა, სობიანინის თქმით, კიდევ ორი დრონი მოსკოვის გარეუბნებში, მოჟაისკისა და ხიმოკის რაიონებში ჩამოაგდეს. რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედიის ცნობით, ხიმკის რაიონში დრონის ნარჩენებმა კერძო სახლის სახურავი და მაღაზიების შენობა დააზიანა. არავინ დაშავებულა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში შემთხვევას "კიევის რეჟიმის ტერორისტული თავდასხმის მორიგი მცდელობა" უწოდეს. მათი მტკიცებით, დრონი, რომელიც მოსკვა-სითიში ჩამოვარდა, რადიოელექტრონული ბრძოლის მეთოდებით უვნებელყვეს და მართვის დაკარგვის შემდეგ ჩამოვარდა, დანარჩენი ორი დრონი კი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების საშუალებით ჩამოაგდეს.

თავდასხმის გამო დროებით შეჩერდა მოსკოვის აეროპორტების მუშაობა. 

უკვე რამდენიმე დღეა, რაც მოსკოვზე დრონებით იერიშები გრძელდება.

კომენტარები