ხანძარი

აღმაშენებლის გამზირზე შენობის სახურავზე ხანძარი გაჩნდა – მაშველებმა ცეცხლი ჩააქრეს

ხანძარი აღმაშენებლის გამზირზე

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე ხანძარი იყო, ცეცლი ორსართულიანი შენობის სახურავზე გაჩნდა. 

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ცეცლი მეხანძრე-მაშველებმა უკვე ჩააქრეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები