რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინულმა არმიამ რუსი გენერლის 27 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაიკავა

Ukrainska Pravda 

უკრაინის უსაფრთხოების ძალებმა რუსი გენერლის ვალერი კაპაშინის საკუთრებაში არსებული სახლები, სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები და რესტორნები დაიკავეს. აღნიშნული აქტივები უკრაინის ტერიტორიაზე, პოლტავას ოლქში მდებარეობს. უკრაინული არმიის მიერ დაკავებული აქტივების საერთო ღირებულება 27 მილიონი ამერიკული დოლარია. 

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ვალერი კაპაშინის აქტივები ოფიციალურად მისი ქალიშვილის და სიძის სახელზე იყო გაფორმებული, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე უკრაინაში ცხოვრობდნენ. 

გენერალი ვალერი კაპაშინი მისი ნათესავების დახმარებით ამ დრომდე ახერხებდა უკრაინაში არსებული ობიექტებიდან ფინანსური სარგებლის მიღებას. 

კომენტარები