ტომას ჰენდრიკ ილვესი

რა უნდოდათ რუსებს მთვარეზე, იქ სარეცხი მანქანები და უნიტაზები არაა, რომ მოეპარათ – ილვესი

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტომას ჰენდრიკ ილვესი მთვარეზე წარუმატებელ რუსულ მისიას გამოეხმაურა.  

"ვერ ვხვდები, რუსებს მთვარეზე რა უნდოდათ. კი, მიწა არის, მაგრამ არც სარეცხი მანქანებია და არც უნიტაზები, რომ მოეპარათ. მსოფლიოში ცნობილი ერთადერთი რუსული წინადადება რომ გავიხსენო, "ყველაფერი ვცადეთ, მაგრამ ბოლოს ისე გამოვიდა, როგორც ყოველთვის". - რუსეთის პრემიერმინისტრი ვიკტორ ჩერნომიდრინი". - დაწერა მან X-ზე (ყოფილი Twitter). 

20 აგვისტოს, რუსული უპილოტო კოსმოსური ხომალდი Luna-25 მთვარეზე კონტროლიდან გამოვიდა და განადგურდა

1976 წლის შემდეგ Luna-25 რუსეთის პირველი მისია იყო მთვარეზე. 

ხომალდი უნდა ყოფილიყო პირველი, რომელიც მთვარის სამხრეთ პოლუსზე დაეშვებოდა, თუმცა წინასწარი ანალიზის მიხედვით, იმპულსის ფაქტობრივი პარამეტრებიდან გადახრის გამო კოსმოსური აპარატი Luna-25 პროექტით გაუთვალისწინებელ ორბიტაზე გადავიდა და მთვარის ზედაპირთან შეჯახების შედეგად არსებობა შეწყვიტა. 

მას მთვარის ის ნაწილი უნდა შეესწავლა, რომელიც, მეცნიერთა აზრით, გაყინულ წყალს და ძვირფას ელემენტებს იტევს.

რუსეთის სახელმწიფო კოსმოსურმა კორპორაციამ Roscosmos-მა 20 აგვისტოს დილას განაცხადა, რომ კონტაქტი Luna-25-თან 19 აგვისტოს, საღამოს 14:57 საათზე დაკარგა. მათივე თქმით, სპეციალური კომისია შეისწავლის, თუ რამ გამოიწვია მისიის ჩაშლა.

კომენტარები