ენმ

"შევქმნით გამარჯვების დიდ ფორმულას" – სოფო ჯაფარიძე სააკაშვილის სახელით კამპანიას იწყებს

PIA.GE

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, სოფო ჯაფარიძის თქმით, ხვალიდან ის მიხეილ სააკაშვილის სახელით ქვეყნის მასშტაბით პოლიტიკურ კამპანიას იწყებს. 

ჯაფარიძე ამბობს, რომ ის მიხეილ სააკაშვილს წერილობით მიაწვდის მოქალაქეების მოსაზრებებს.

"მიხეილ სააკაშვილი მზად არის მოგისმინოთ ყველას, მოისმინოს ყველას მოსაზრება და არა მხოლოდ მზად არის, არამედ მისი ძალიან დიდი სურვილია, თქვენთან ერთად შექმნას ეს პოლიტიკური პროცესები. მე გაძლევთ პირობას, თითოეული თქვენგანის წერილობითი მოსაზრება მივა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილამდე და ჩვენ ყველა ერთად შევქმნით გამარჯვების ძალიან დიდ ფორმულას, რომელიც ძალიან მალე მიგვიყვანს გამარჯვებამდე". – თქვა ჯაფარიძემ. 

კომენტარები