რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის მიერ ქალაქ ჩერნიგოვის დაბომბვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა – 90

უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა უკრაინის ქალაქი ჩერნიგოვი დაბობმა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 90 დაშავდა. 

რუსეთმა ჩერნიგოვის ცენტრში მდებარე დრამატული თეატრი მაშინ დაბომბა, როდესაც თეატრში თვითმფრინავების მწარმოებლებისა და საჰაერო დაზვერვის სასწავლო სკოლების შეკრება იმართებოდა. აფეთქება ადგილობრივი დროით 11:30 საათზე მოხდა. 

ეროვნული გვარდიის ჯარისკაცმა, ვალერი ბოროვიკმა თქვა, რომ დრამატული თეატრის მეორე სართული მთლიანად დაინგრა. თავდასხმის დროს მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ.

ღონისძიება ადგილობრივ ხელისუფლებასთან წინასწარ იყო შეთანხმებული და, შესაბამისად, ღონისძიების ჩატარების ადგილიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ უზრუნველყო.

მიუხედავად ამისა, ღონისძიებაზე დარეგისტრირებულ და ვერიფიცირებულ მონაწილეების ჩატარების ადგილი მხოლოდ რამდენიმე საათით ადრე გაუმხილეს. 

RIA Novosti-ის რუსმა პროპაგანდისტებმაც დაადასტურეს, რომ ღონისძიება რუსეთის ფედერაციის სამიზნე იყო. 

კომენტარები