ლარის კურსი

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა - 18 აგვისტოს ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.4 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.11 თეთრით გამყარდა. 18 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6219 ლარია, ერთი ევროსი კი -   2.8487 ლარი.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.66 ლარია, ხოლო ევროსი - 2.91 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.63 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.86 ლარად.

კომენტარები