ირანელ რეჟისორს კანის კინოფესტივალზე ფილმის გატანის გამო 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ირანელ რეჟისორს საიდ რუსტაის ირანის სასამართლომ 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. მიზეზი 2022 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმ Leila's Brothers-ის გატანა გახდა.

რუსტაი და სურათის პროდიუსერი ჯავად ნორუზბეგი "ისლამური სისტემის წინააღმდეგ ოპოზიციური პროპაგანდის ხელშეწყობაში" დამნაშავედ ცნეს. 

ფილმის სიუჟეტის ცენტრში თეირანული ოჯახია, რომელიც ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას. სურათი ადგილობრივ კინოგაქირავებაშიც აიკრძალა. 

მიმდინარე წლის თებერვალში ირანის ხელისუფლებამ პატიმრობიდან გამოუშვა რეჟისორები ჯაფარ პანახი და მოჰამედ რასულოფი.

კომენტარები