ბელარუსი

ჩინეთი და ბელარუსი სამხედრო თანამშრომლობას გააძლიერებენ

Belarusian Presidential Press Office/AP/picture alliance

ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ლი შანგფუ ბელარუსს ოფიციალური ვიზიტით ეწვია

"ბელარუსში ჩემი ვიზიტის მიზანი არის უფრო მნიშვნელოვანი შეთანხმებების იმპლემენტაცია სახელმწიფოების პირველი პირების დონეზე და ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობის გაძლიერება" - თქვა ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა ლი შანგფუმ. 

მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე შეთანხმდა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე, ისინი არ აზუსტებენ თუ კონკრეტულად რას მოიცავს აღნიშნული შეთანხმება. 

ლუკაშენკოს თქმით, ჩინეთსა და ბელარუსს შორის სამხედრო თანამშრომლობა არაა მიმართული რომელიმე მესამე ქვეყნის წინააღმდეგ, არამედ საკუთარი ქვეყნის და ხალხის დასაცავად. 

ბელარუსი რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მთავარი მოკავშირეა. ბელარუსისა და ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობები დასავლეთთან დაძაბულია. ჩინეთის წარმომადგენლები ხშირად აკრიტიკებენ აშშ-ს, გერმანიას და ევროკავშირს ტაივანის კონფლიქტში სამხედრო მანევრირების მცდელობებისთვის. 

15 აგვისტოს მოსკოვში გამართულ საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, ლი შანგფუმ აშშ-ზე ირიბად საუბრისას თქვა, რომ ტაივანთან ურთიერთობისას ისინი "ცეცხლს ეთამაშებიან".

კომენტარები