საუდის არაბეთი-ირანი

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საუდის არაბეთს 2015 წლის შემდეგ პირველად ეწვია

 Vahid Salemi/AP/dpa/picture alliance

17 აგვისტოს ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანი საუდის არაბეთის დედაქალაქს ეწვია. ამირ-აბდოლაჰიანის ოფიციალური ვიზიტი პირველია ირანსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შემდეგ. ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანს რიადში თან ახლდა ირანის ელჩი საუდის არაბეთში ალირეზა ენაიათი, რომელიც ოფიციალურად დღეიდან დაიწყებს დიპლომატიურ მისიას.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ერთდღიანი ვიზიტი ფოკუსირდება ირანსა და საუდის არაბეთს შორის ორმხრივ კავშირებზე და რეგიონალურ და საერთაშორისო საკითხებზე. 

შიიტურ ირანსა და სუნიტურ საუდის არაბეთს შორის ურთიერთობა 2016 წელს დაიძაბა, როდესაც პროტესტანტებმა იერიში მიიტანეს საუდის არაბეთის საელჩოზე თეირანში. 2016 წელს თეირანში საპროტესტო აქციები მოჰყვა საუდის არაბეთში შიიტი სასულიერო პირის ნიმრ ალ-ნიმრის სიკვდილით დასჯას.

ირანსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2023 წლის მარტში აღდგა. ახლო აღმოსავლეთის ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების დასტაბილურების პროცესში ჩინეთი მედიატორობდა. ირანისა და საუდის არაბეთის ურთიერთობაში დაძაბულობები კვლავ რჩება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოწვევებია ირანის ბირთვული პროგრამა და იემენის სამოქალაქო ომი. 

კომენტარები