ბრიტნი სპირსი

14-თვიანი ქორწინების შემდეგ ბრიტნი სპირსი და სემ ასგარი დაშორდნენ

სემ ასგარიმ ბრიტნი სპირსთან განქორწინება მოითხოვა. ინფორმაცია გამოცემა People ავრცელებს. წყვილმა ქორწინებაში მხოლოდ 14 თვე გაატარა.

სპირსმა და ასგარიმ ურთიერთობა 5 წლის წინ დაიწყეს. წყვილი 2021 წელს დაინიშნა, ქორწილი 2022 წლის ივნისში გაიმართა. ცერემონიაზე შეჭრას ეცადა სპირსის ყოფილი ქმარი კევინ ფედერლაინი, რომელიც მოგვიანებით პოლიციამ დააკავა.

მომღერალი ასგარისთან ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე რთულ პერიოდში ურთიერთობდა. სპირსი მამის მეურვეობისგან გათავისუფლებას ცდილობდა, ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ პოპ დივას ქორწინება და შვილები უნდოდა, რის უფლებასაც მამა არ აძლევდა. 13-წლიანი მეურვეობა 2021 წელს დასრულდა. ქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე წყვილი ბავშვს ელოდებოდა, მაგრამ სპირს მუცელი მოეშალა.

სემ ასგარი ირანელი და ამერიკელი მოდელი, მსახიობი და ფიტნესის ინსტრუქტორია. ასგარიმ მომავალი ცოლი კლიპ Slumber Party-ს გადასაღებ მოედანზე გაიცნო.

კომენტარები