ბრიტნი სპირსი

ბრიტნი სპირსი დაინიშნა

Page Six

ბრიტნი სპირსი დაინიშნა. მისი რჩეული პერსონალური მწრთვნელი, Asghari Fitness-ის დამფუძნებელი სემ ასგჰარია. ინფორმაციას თავად მომღერალი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ვიდეოთი ადასტურებს.

"ჯანდაბა, ვერ ვიჯერებ" – წერს მუსიკოსი ვიდეოს აღწერილობაში.

წყვილმა ერთმანეთი 2016 წელს, კლიპ Slumber Party-ს გადაღებებზე გაიცნო. საგჰარი ბოლო წლებში სპირსის მამის მეურვეობისგან დახსნის პროცესში აქტიურად იყო ჩართული. ჯეიმი სპირსმა სასამართლოში საბუთები შეიტანა, რომელიც მას შვილის მეურვეობისგან გაათავისუფლებს.

სპირსი მესამედ ემზადება ქორწილისთვის. პირველ ქმართან, ჯეისონ ალენ ალექსანდერთან ურთიერთობამ მხოლოდ რამდენიმე თვეს გასტანა. მეორე ქმართან, კევინ ფედერლაინთან ოჯახური ცხოვრების ორი წელი და ორი შვილი აკავშირებს. 2000-იანების დასაწყისში სპირსის ერთ-ერთი მეგობარი კაცი იყო ჯასტინ ტიმბერლეიკი.

კომენტარები