ლარის კურსი

ლარი დოლართან გაუფასურდა, ევროსთან გამყარდა - 16 აგვისტოს ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან მიმართებით 0.17 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.31 თეთრით გამყარდა. 16 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.6226 ლარია, ერთი ევროსი კი -   2.8634 ლარი.

კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.66 ლარია, ხოლო ევროსი - 2.92 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის შეძენა 2.63 ლარად შეგიძლიათ, ევროსი - 2.87 ლარად.

კომენტარები