15-16 აგვისტოს ღამით უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების გაშვებული13 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ავრცელებს.
"2023 წლის 15-16 აგვისტოს ღამით რუსულმა საოკუპაციო ძალებმა ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას Shahed-136/131-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით შეუტიეს.
Shahed-ის ტიპის თვითმფრინავები რამდენიმე ტალღად გაუშვეს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით - პრიმორსკო-ახტარსკისა და ჩაუდასკენ.
საჰაერო ძალებმა და პერსონალმა უკრაინის თავდაცვის ძალებთან თანამშრომლობით გაანადგურეს მტრის 13 უპილოტო საფრენი აპარატი ოდესასა და მიკოლაივის ოლქებში". - აღნიშნულია უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის განცხადებაში.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



