რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ერმაკი: 16 აგვისტოს თავდასხმისას გამოყენებული რაკეტები უცხოური ჩიპებისგან შედგებოდა

ანდრეი ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის თქმით, 16 აგვისტოს ღამით უკრაინაზე თავდასხმისას გამოყენებული რუსული რაკეტები უცხოური ჩიპებისგან იყო აწყობილი.

"ეს რაკეტები წელს რუსებმა დაამზადეს. დაახლოებით 30 უცხოური ჩიპია Kh-101-ის ტიპის რაკეტებში, რომლებიც აპრილში აწარმოეს. 

ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას, ვმუშაობთ ჩვენს მეგობრებთან და რეგულარულად ვუკავშირდებით მათ. ჩვენი პარტნიორი მთავრობები ასევე მუშაობენ ჩიპების მწარმოებლებთან და მომწოდებლებთან". - აღნიშნავს ერმაკი.

ერმაკმა აღნიშნა, რომ მართალია შეზღუდვები უკვე დაწესებულია, თუმცა, სანქციები უნდა გამკაცრდეს, რათა რუსეთმა კრიტიკულად მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური დეტალების იმპორტი და მათი გამოყენებით რაკეტების წარმოება ვერ შეძლოს.

მაღალჩინოსნის თქმით, რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა დასავლეთ უკრაინაში, ლვოვსა და სხვა რეგიონებში განახორციელა. თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 3 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

კომენტარები