ბელგოროდის ოლქი

რუსეთმა ბელგოროდის ოლქში უკრაინის გაშვებული ორი დრონი ჩამოაგდო – რუსული მედია

УНИАН 

რუსული სამთავრობო მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის ფედერაციის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქში ჩამოაგდეს უპილოტო საფრენი აპარატები, რომლებიც რუსეთის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე იერიშის მიტანას ცდილობდნენ. 

"4 აგვისტოს, მოსკოვის დროით დაახლოებით 12:15-სა და 12:45 საათზე შევაჩერეთ კიევის რეჟიმის მცდელობა, უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული იერიში მიეტანათ რუსეთის ფედერაციის ობიექტებზე. რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე აღმოაჩინა და გაანადგურა უპილოტო საფრენი აპარატები". - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. 

მათივე ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. 

გარდა ამისა, მანამდე ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო ორი საჰაერო სამიზნე ბელგოროდის მახლობლად, სოფელ პუშკარნოიესთან.

"ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემა მუშაობდა ბელგოროდის ოლქში - ორი საჰაერო სამიზნე ჩამოაგდეს სოფელ პუშკარნოეს მახლობლად. ოპერატიული სამსახურები აზუსტებენ ინფორმაციას ადგილზე შედეგების შესახებ. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ზარალი არ არის". - თქვა გლადკოვმა.

მანამდე გლადკოვმა აღნიშნა, რომ 13 აგვისტოს უკრაინის რამდენიმე უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. მისივე თქმით, ამავე დღეს თვითმფრინავებიდან ჩამოაგდეს შვიდი ასაფეთქებელი მოწყობილობა, ხოლო ბელგოროდში ერთი უპილოტო საფრენი აპარატი საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, რის შედეგადაც 10 წლის გოგონა დაშავდა.

კომენტარები