რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხერსონის დაბომბვას 7 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 23 დღის ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის იგორ კლიმენკოს თქმით, რუსეთის ძალებმა ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი დაიღუპა.

წყვილი, მათი 23 დღის შვილი და კიდევ ერთი მამაკაცი სოფელ შიროკა ბალკაში დახოცეს, აღნიშნავს შინაგან საქმეთა მინისტრი. მისი თქმით, წყვილის 12 წლის ვაჟი მძიმედ დაიჭრა და საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ასევე, ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა სოფელ სტანისლავში, რომელსაც, როგორც კლიმენკო აღნიშნავს, რუსულმა ძალებმა 12-ჯერ შეუტიეს.

"ტერორისტები არასდროს შეწყვეტენ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობას. ისინი უნდა შეაჩერონ. ძალით, მათ სხვა ენა არ ესმით". - წერს კლიმენკო.

გარად ამისა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა აღნიშნა, რომ 13 აგვისტოს რუსული ძალების მიერ ხერსონის დაბომბვისას 3 ადამიანი დაიჭრა. 

უკრაინის სამხედროებმა ხერსონის რეგიონის დასავლეთ ნაწილი 2022 წლის ნოემბერში გაათავისუფლეს, მაგრამ რუსული ჯარები მდინარე დნიპროს მეორე მხრიდან რეგიონს აქტიურად და რეგულარულად ბომბავენ.

კომენტარები