რუსეთი

რუსეთში, კალინინგრადის ოლქში გამანადგურებელი SU-30 ჩამოვარდა, ეკიპაჟი დაიღუპა

Su-30

რუსეთში, კალინინგრადის ოლქში ავიაგამანადგურებელი Su-30 ჩამოვარდა. ეკიპაჟი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"12 აგვისტოს  Su-30 გამანადგურებელი კალინინგრადის რეგიონში სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა. ეკიპაჟი დაიღუპა. წინასწარი ინფორმაციით, თვითმფრინავი ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა." - აცხადებს თავდაცვის სამინისტრო.

Su-30 ორადგილიანი მრავალფუნქციური გამანადგურებელია, რომელიც Su-27-ის მოდერნიზებული ვერსიაა. მისი მთავარი მახასიათებელი ცეცხლის მართვის უფრო მძლავრი სისტემა და სარადარო სადგურია.

კომენტარები