უკრაინა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ ოდესის სანაპიროები საბანაოდ პირველად გაიხსნა

ოდესა
Serhii Smolientsev/Reuters

2022 წლის თებერვალში უკრაინის უდიდეს საპორტო ქალაქ ოდესაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ  სანაპიროები საბანაოდ ოფიციალურად გაიხსნა.

ბოლო 17 თვის განმავლობაში რუსეთმა შავი ზღვის წყლები ნაღმებითა და სხვა ტიპის იარაღის ნარჩენებით დააბინძურა და, შესაბამისად, ოდესის ხელისუფლება იძულებული გახადა, შეეზღუდათ ადგილობრივ თუ უცხოელ დამსვენებლებს შორის აქამდე პოპულარული კურორტის ქვიშიანი სანაპიროები.

12 აგვისტოს Telegram-ის საშუალებით ოდესის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეჰ კიპერი იტყობინება, რომ მითითებულ რამდენიმე რეკრეაციულ ადგილზე ყოფნა 8:00-დან 20:00-მდე პერიოდში იქნება ნებადართული.

მოცურავეთა დასაცავად სპეციალური უსაფრთხოების ზომები იქნება მიღებული, მათ შორის იქნება დამცავი ბადისებრი ღობეები, რომელსაც წყალში ადამიანებისაგან ასაფეთქებელი მოწყობილობების გასამიჯნად გამოიყენებენ. 

ხელისუფლების დაზუსტებით, შავი ზღვის ქალაქში საჰაერო თავდასხმის დროს ბანაობა კვლავ აკრძალული იქნება, თუმცაღა ჩვეულებრივ პირობებში, მსურველებს ოდესის სანაპიროებზე დასვენების შესაძლებლობა ექნებათ. გახსნილი პლაჟების სია დროთა განმავლობაში განივრცობა.

კომენტარები