რუსეთის საგანგებო სიტუაციების სერვისის ცნობით, 10 აგვისტოს ოდინცოვოში, პუტინის ოფიციალურ რეზიდენციასთან ახლოს, საწყობში ძლიერი ხანძარი გაჩნდა. ოდინცოვო მოსკოვთან და ვნუკოვოს აეროპორტთან ახლოს მდებარეობს. რუსული საინფორმაციო სააგენტოები არ აკონკრეტებენ, თუ როგორ გაჩნდა ცეცხლი ოდინცოვოს საწყობში.
მოსკოვის დროით ღამის 12 საათზე, ოდინცოვოს ხანძარი 2 000 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული.
უკანასკნელი თვის მანძილზე, მოსკოვსა და მოსკოვის შემოგარენზე დასავლეთის და სამხრეთის მიმართულებებიდან დრონების თავდასხმები აქტიურია. რუსულმა მხარემ დაადასტურა, რომ მათ გაანეიტრალეს არაერთი დრონებით თავდასხმის მცდელობა.





