თბილისი-რუსთავის ავტობანზე საგზაო შემთხვევას 19 წლის ბიჭი ემსხვერპლა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და სატვირთო შეეჯახა.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.