პუტინის რუსეთი

რუსეთში უკრაინის ომზე გადაღებული პირველი მსხვილბიუჯეტიანი პროპაგანდისტული ფილმი გამოვა

რუსეთში რუსეთ-უკრაინის 2022-2023 წლების ომის შესახებ პირველი ფართომასშტაბიანი ფილმი მოწმე გამოვა. 

ფილმი, რომლის პრემიერა 17 აგვისტოს არის დაგეგმილი რუსეთი კულტურისა და თავდაცვის სამინისტროების ერთობლივი პროექტია. 

სიუჟეტის ცენტრში ბელგიელი მუსიკოსია, რომელიც ომის ეპიცენტრში აღმოჩნდება, სადაც ის "კიევის რეჟიმის მიერ, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების მოწმე" გახდება. 

პროპაგანდისტული ფილმის რეჟისორი წარმოშობით ქართველი რუსი რეჟისორი დავით დადუნაშვილია. 

კომენტარები