აზერბაიჯანი - სომხეთი

ფაშინიანი: [მთიან ყარაბახში] არა მხოლოდ შესაძლებელია, არამედ აუცილებლად უნდა დამყარდეს მშვიდობა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი (მარცხნივ), ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი (ცენტრში) და სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი. ბრიუსელი, 2022 წლის 22 მაისი
Stephanie Lecocq/EPA-EFE

Euronews-თან ინტერვიუში სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებმა თქვეს, რომ მთიანი ყარაბახის კონფლიქტში მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია

სომხეთის პრემიერმინისტრის ფაშინიანის თქმით, მშვიდობის მიღწევა, არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიცაა. 

2020 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, მთიან ყარაბახში ვითარება დაძაბულია. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ რუსეთის როლი მთიანი ყარაბახის კონფლიქტის დინამიკაში საგრძნობლად შემცირდა. უკანასკნელ პერიოდში აღნიშნული ვაკუუმი ევროკავშირმა და აშშ-მ შეავსეს. 

სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერები ადასტურებენ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების სურვილს, თუმცა დღემდე რჩება კონფლიქტური სიტუაცია ლაჩინის დერეფანთან დაკავშირებით, რომელსაც სომხური მხარის მტკიცებით აზერბაიჯანი ბლოკავს. ლაჩინის დერეფანი სომხეთსა და მთიან ყარაბახში მცხოვრები სომხების დამაკავშირებელი გზაა, რომელსაც 2020 წლის შეთანხმებით რუსი სამშვიდობოები უნდა აკონტროლებდნენ. 

კომენტარები