რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთის ტყვეობიდან დამატებით 22 უკრაინელი სამხედრო გათავისუფლდა

რუსეთის ტყვეობიდან დამატებით 22 სამხედრო გათავისუფლდა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრეი ერმაკი Telegram-ზე ავრცელებს.

ერმაკის თქმით, გათავისუფლებულ სამხედროებს შორის ყველაზე ასაკოვანი 54-ის, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა 23 წლისაა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, სამხედროებს შორის არიან დაჭრილებიც და თითოეული მათგანი გაივლის ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის კურსს.

 

კომენტარები