მოლდოვაში 61-ვაგონიანი მატარებლის ექვსი ვაგონი, რომელიც უკრაინის მდინარის პორტისკენ მიემართებოდა, ლიანდაგებიდან გადავიდა. Reuters-ის ინფორმაციით, მატარებელს მარცვლეული გადაჰქონდა.
"ავარიის წინასწარი მიზეზი უკიდურესად მაღალი ტემპერატურაა, რის გამოც ლიანდაგებმა სიმტკიცე დაკარგა". - ნათქვამია მოლდოვის რკინიგზის განცხადებაში.
რკინიგზის ადამინისტრაციის თქმით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც მატარებელი კულმა-ჩადირ-ლუნგას მონაკვეთზე იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების შეჩერების გადაწყვეტილება 17 ივლისს მიიღო. კრემლის პრესსპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, შეთანხმების დატოვების მიზეზად დაასახელა რუსეთის მიმართ აღებული ვალდებულებები შეუსრულებლობა.