უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, იმედი აქვს, რომ საუდის არაბეთში დაგეგმილი მოლაპარაკებები გლობალურ სამშვიდობო სამიტს გზას გაუხსნის.
ზელენსკის თქმით, 5 აგვისტოდან საუდის არაბეთში მშვიდობის ფორმულასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მეთაურებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მრჩეველთა შეხვედრა დაიწყება. მან დასძინა, რომ სამიტზე წარმოდგენილი იქნება მრავალი ქვეყანა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ისეთ საკითხებში, როგორიცაა სურსათის უსაფრთხოება, მილიონობით ადამიანის ბედი აფრიკაში, აზიაში და მსოფლიოს სხვა ნაწილებში პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად განახორციელებს მსოფლიო მშვიდობის ფორმულას.
"დიდი მადლობა საუდის არაბეთს პლატფორმის უზრუნველყოფისთვის. ამავე ფორმატში მანამდე შეხვედრა გაიმართა კოპენჰაგენშიც. ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევთ გლობალური სამშვიდობო სამიტისკენ. ძალიან მნიშვნელოვანია, მსოფლიოში ყველამ გააცნობიეროს, რომ რუსეთია აგრესიის სამართლიანი დასასრული სარგებელს ყველას მოუტანს. უკრაინის მიწების გათავისუფლება ნიშნავს საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის სრულ აღდგენას. რუსეთისგან უკრაინისადმი და გლობალური უსაფრთხოებისადმი მიმართული ყველა საფრთხის გაუვნებელყოფა ნიშნავს სიმშვიდის აღდგენას საერთაშორისო ურთიერთობებში და სტაბილურობას გლობალურად". - თქვა ზელენსკიმ.
შეხვედრა საუდის არაბეთის ქალაქ ჯედაში 5-დან 6 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.





