ლას-ვეგასის პოლიციამ მომღერალ Cardi B-ის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის საფუძველზე საქმე არ აღძრა.
"დეტალური განხილვისა და პროკურორთან გასაუბრების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება არ აღგვეძრა საქმე. საქმე დახურულია მტკიცებულებების არქონის გამო". – განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.
ივლისის მიწურულს, ლას-ვეგასში გამართულ კონცერტზე მომღერალმა დამსწრეებს გაგრილება სთხოვა, ერთ-ერთმა მსმენელმა Cardi B-ის შეიკი შეასხა, რის შემდეგაც მომღერალმა მსმენელს მიკროფონი ესროლა. ინტერნეტში ინციდენტის ვიდეო გავრცელდა. 1 აგვისტოს კი მსმენელმა პოლიციაში საჩივარი შეიტანა.