Cardi B

ქარდი ბიმ რამდენიმე წლის წინ კაცი ნარკოტიკებით გააბრუა და გაძარცვა - რას ამბობს რეპერი ახლა

BBC

რეპერმა ქარდი ბი კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელში 3 წლის წინანდელი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც რეპერი ამბობს, რომ მან კაცი ნარკოტიკებით გააბრუა და გაძარცვა. რეპერის თქმით, კაცს მასთან სექსი სურდა მაშინ, როცა ის სტრიპტიზის მოცეკვავე იყო. 

ქარდი ბიმ ახლა თქვა, რომ მან ის გააკეთა, რაც გადარჩენისთვის უნდა გაეკეთებინა. 

"არასდროს მითქვამს, რომ იდეალური ვარ ან იდეალური სამყაროდან მოვედი". 

ვიდეო, რომელზეც ქარდი ბის მაშინდელი საქციელია ასახული, იმ მიზნით გავრცელდა, რომ ეთქვათ, რომ ქარდი ბის წარმატება არ დაუმსახურებია, რადგან ამისთვის არ უმუშავია.  

ქარდი ბი კი ამბობს, რომ ის წარსულში აკეთებდა იმას, რასაც გრძნობდა, რომ გადარჩენისთვის აუცილებლად სჭირდებოდა. 

მისივე თქმით, ის ჰიპ-ჰოპ კულტურის ნაწილია, სადაც შეუძლია, ისაუბროს იმაზე, თუ საიდან მოდის და იმ არასწორ ნაბიჯებზე, რისი გაკეთებაც უნდოდა, რომ იქამდე მისულიყო, სადაც დღეს არის. 

"შეზღუდული არჩევანი მქონდა", - თქვა ქარდი ბიმ

გრემის მფლობელმა ასევე მიუთითა, რომ არსებობენ ისეთი რეპერებიც, რომლებიც ადიდებენ მკვლელობას, ძალადობას, ნარკოტიკებს და ყაჩაღობას".

გასულ კვირას ტვიტერზე ჰეშთეგი #SurvivingCardiB - გადავურჩეთ ქარდი ბის ერთ-ერთი ყველაზე ტრენდული იყო Surviving R Kelly-ის მიბაძვით. ამ სახელწოდების არის ფილმი, რომელშიც მუსიკოსის სექსუალურ დანაშაულებზე გვიყვება. 

ტვიტერის ზოგმა მომხმარებელმა ქარდი ბი ბილ კოსბის შეადარა, კომენდიანტს, რომელიც 2018 წელს, მას შემდეგ დააპატიმრეს, რაც ბრალად ქალის ნარკოტიკებით გაბრუება და მასზე ძალადობა წარუდგინეს. 

კომენტარები