მეგი გოგიტიძე

მეგი გოგიტიძე: სანამ ცოცხალი ვარ, განწირული ვარ თქვენი დოგმების ქარცეცხლისათვის

რუსეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.

"არ დავეძებ დიდებას, რამეთუ ვიცი სანამ ცოცხალი ვარ განწირული ვარ თქვენი დოგმების ქარცეცხლისათვის... მაგრამ ჩემს სიტყვებს საუკუნე შეინახავს საუკუნეში და თქვენი თუარა თქვენი შვილების გულებში იპოვის თბილ ადგილს და მზესავით გამოანათებს". – წერს სოციალურ ქსელში მუსიკოსი.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვის მიემართება ტექსტი: ქართველი მსმენელების ნაწილს, რომლებიც მომღერალს რუსეთში გამართული კონცერტების გამო აკრიტიკებენ, თუ ვლადიკავკაზის მოსახლეობას, რომელმაც გოგიტიძის და დათო კენჭიაშვილის კონცერტების ჩატარება ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე გააპროტესტა. პროტესტის შედეგად სივრცის მეპატრონემ ქართველ მომღერლებს კონცერტების ჩატარებაზე უარი უთხრა.

კომენტარები