რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოსკოვის მეზობელ ოლქში 7 დრონი ჩამოვაგდეთ – კალუგის ოლქის გუბერნატორი

kaluga-news.net

რუსეთის კალუგის ოლქის გუბერნატორმა, ვლადისლავ შაფშამ საკუთარ ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ რეგიონში 3 აგვისტოს ღამით საჰაერო თავდაცვის სისტემით ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

მისივე თქმით, თვითმფრინავის სავარაუდო თავდასხმას ზიანი ან მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ხუთშაბათს, 3 აგვისტოს, დილის 11 საათზე შაფშამ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ იმავე ტერიტორიაზე კიდევ ერთი დრონი "ხალხისა და ინფრასტრუქტურის ყოველგვარი ზიანის გარეშე" ჩამოგადეს.

გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული შემთხვევა "კიევის რეჟიმის ტერორისტული თავდასხმის" მცდელობად იყო მოხსენიებული. უწყება ასევე იტყობინება, რომ თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა.

ქალაქ კალუგას რეგიონი უშუალოდ მოსკოვის ოლქის მიმდებარე ტერიტორიას წარმოადგენს. მოსკოვში გასულ კვირას უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში რამდენჯერმე მიიტანეს.

კომენტარები