რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში რუსებმა სულ მცირე 10 749 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს – უკრაინის პროკურატურა

Ukrainska Pravda

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსებმა უკრაინაში სულ მცირე 10 749 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. დაჭრილი. ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, 15,599 მშიდობიანი მოქალაქე დაიჭრა.

"ჩვენ გვესმის, რომ ეს რიცხვები მხოლოდ აისბერგის წვერია. როდესაც ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს ტერიტორიებს, რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება, შესაძლოა ათჯერაც." - თქვა პროკურატურის წარმომადგენელმა.

მისივე თქმით, მხოლოდ მარიუპოლში ათიათასობით დაღუპული იქნება. 

გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა თქვა, რომ უკრაინის პარტნიორების წყალობით, სხეულის იდენტიფიკაციის სისტემა, ლაბორატორიების რაოდენობა და დნმ-ის ანალიზი უკრაინაში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

ამასთან, როკურატურის ინფორმაციით, 2023 წლის 19 მარტის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად 1399-ზე მეტი ბავშვი დაშავდა და 464 ბავშვი დაიღუპა.

რეგიონები, სადაც ბავშვები ყველაზე მეტად დაზიანდნენ:

  • დონეცკი - 44 ბავშვი;
  • ხარკოვი - 273 ბავშვი;
  • კიევი - 123 ბავშვი;
  • ხერსონი - 94 ბავშვი;
  • ზაპორიჟიე - 87 ბავშვი;
  • ნიკოლაევი - 84 ბავშვი;
  • ჩერნიგოვი - 68 ბავშვი;
  • ლუგანსკი - 66 ბავშვი.

პროკურატურის ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში მასობრივი დაბომბვის შედეგად რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 3126 სასწავლო დაწესებულება დააზიანეს, მათგან 438 მთლიანად განადგურებულია.

კომენტარები