რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის პროკურატურა: რუსეთის მიერ უკრაინაში შემოჭრის შედეგად 464 ბავშვი დაიღუპა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2023 წლის 19 მარტის მდგომარეობით, უკრაინაში რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის შედეგად 1399-ზე მეტი ბავშვი დაშავდა და 464 ბავშვი დაიღუპა.

რეგიონები, სადაც ბავშვები ყველაზე მეტად დაზიანდნენ:

  • დონეცკი - 44 ბავშვი;
  • ხარკოვი - 273 ბავშვი;
  • კიევი - 123 ბავშვი;
  • ხერსონი - 94 ბავშვი;
  • ზაპორიჟიე - 87 ბავშვი;
  • ნიკოლაევი - 84 ბავშვი;
  • ჩერნიგოვი - 68 ბავშვი;
  • ლუგანსკი - 66 ბავშვი.

პროკურატურის ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში მასობრივი დაბომბვის შედეგად რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა 3126 სასწავლო დაწესებულება დააზიანეს, მათგან 438 მთლიანად განადგურებულია.

კომენტარები