ნიუ-იორკის პოლიციის ინფორმაციით, 1 წლის ბავშვი ბებიამ ცხელ მანქანაში 8 საათით დატოვა, რის შედეგადაც ბავშვი გარდაიცვალა.
54 წლის ბებიას ბავშვის საბავშვო ბაღში მიყვანა დაავიწყდა, მანქანის უკანა სავარძელზე დატოვა, თავად კი სამსახურში წავიდა.
"დაახლოებით 8 საათის შემდეგ, ქალი წავიდა ბავშვის ბაღიდან გამოსაყვანად, სწორედ ამ დროს მიხვდა, რომ ბავშვი თავის მანქანაში დატოვა." - თქვა პოლიციელმა.
ჩვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა პოლიციას არ უთქვამს, წარუდგენენ თუ არა ბებიას ბრალს.
NoHeatStroke.org-ის ინფორმაციით, 2023 წელს ეს ბავშვის ცხელ მანქანაში გარდაცვალების უკვე მე-15 შემთხვევაა.
ეროვნული გზატკეცილის ტრანსპორტის უსაფრთხოების ადმინისტრაციის ინფორმაციით, მანქანაში ტემპერატურა 10 წუთში, შესაძლოა, დაახლოებით 20 გრადუსით გაიზარდოს, რაც ჰიპერთერმიის გამოწვევისთვის საკმარისია. მეტიც, ცივ ამინდებშიც კი, 1 საათში მანქანაში ტემპერატურამ, შესაძლოა, 40 გრადუსზე მეტითაც მოიმატოს.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



