ხელოვნური ინტელექტი

ხელოვნური ინტელექტი ძუძუს კიბოს გამოვლენას 20%-ით აუმჯობესებს – კვლევა

Reuters

შვედეთში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხელოვნური ინტელექტი სარძევე ჯირკვლის კიბოს ტრადიციულ გზებზე დაახლოებით 20%-ით უკეთ ადგენს.

Lancet Oncology-ის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამ ცხადყო, რომ მამოგრაფიის ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ანალიზი 20%-ით უფრო ეფექტურია, ვიდრე მხოლოდ რადიოლოგების მუშაობა.

ამასთან, კვლევაში წერია, რომ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ექიმებს დაახლოებით 44%-ით ნაკლები დროის დახარჯვა უწევთ.

კვლევის ცდაში 80 000-ზე მეტი ქალი მონაწილეობდა. მათ ნახევარს ორი რადიოლოგი ხელოვნური ინტელექტის გარეშე მკურნალობდა, ხოლო მეორე ნახევრის კიბოს დადგენაში რადიოლოგებთან ერთად ხელოვნური ინტელექტიც მონაწილეობდა.

კომენტარები