საქართველო-ევროკავშირი

საჭიროა ძალისხმევა სასამართლოსა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით – EU

ევროკავშირმა მსოფლიოში ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოსთან მიმართებით აღნიშნულია, რომ საჭიროა ძალისხმევა სასამართლოს, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით

"საჭიროა შემდგომი ძალისხმევა სასამართლო რეფორმის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით. ვითარება ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ქართულ სეპარატისტულ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში კვლავ შემაშფოთებელია". – წერია ანგარიშში. 

ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ევროკავშირის წარმომადგენლებმა საქართველოში მუშაობისას ყურადღება გაამახვილეს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერებაზე, უთანასწორობის შემცირებაზე, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლაში წვლილის შეტანაზე და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებაზე.

ევროკავშირის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ, ზოგადად, საქართველოში ადამიანის უფლებათა მყარი სისტემა არსებობს, თუმცა, მათი აღსრულება/განხორციელება რამდენიმე მიმართულებით უნდა გაძლიერდეს. კერძოდ, 2022 წელს არის წინსვლა საარჩევნო სისტემის, საჯარო მმართველობის რეფორმების, გენდერული თანასწორობის, ბავშვთა უფლებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კუთხით.

კომენტარები